დაარსებისდან, ანუ 2005 წლიდან მოყოლებული შპს. "გზა" წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად შპს. "გზა"-მ არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი. ბათუმსა და ქობულეთში განლაგებული ოფისები დაკომპლექტებულია ენერგიული და აქტიური მაღალკვალიფიციური ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალით, რომელიც ადვილად ართმევს თავს ყველა სახისა და მასშტაბის სამშენებლო პროექტს.